Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | რამზან კადიროვი - ადამიანების გაქრობის ოსტატი
ambebi.ge
20 January 2018, 11:22
"ადამიანების გაქრობის ოსტატი" - ასე ახასიათებს ჩეჩნეთის ლიდერს რუსული მედიის ნაწილი. მათი ცნობით, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით რუსეთში მძიმე სიტუაციაა და პუტინის მიერ კადიროვისთვის ანთებული მწვანე შუქი, რუსეთის რეიტინგს კიდევ უფრო დაბლა სწევს, რაც რუსეთის პრეზიდენტს, კადიროვის ერთგულების ფონზე, მაინც და მაინც არ ანაღვლებს...

რამზან კადიროვმა, უფლებამადამცველებს "ხალხის მტრები" უწოდა და სამართალდამცველებს, მათ მიმართ დაუნდობელი ბრძოლისკენ მოუწოდა... უფლებადამცველ ორგანიზაციებზე ჩეჩნეთის ლიდერის შეტევა, ცენტრ Мемориал-ის გამო დაიწყო, რომელმაც "კადიროვცების" მიერ მოკლული, ნაწამები და უბრალოდ, გამქრალი ჩეჩენი /* (c)AdOcean 2003-2017, Advertline.http:www.ambebi.ge.ambebi zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegexgjtpwgtix', {myMaster: 'JMAMEgzB7aCnHl4YFlohfVnNXPY7F8b2mm8Ixy9EHUf.t7' }); გეების საქმეები წამოსწია წინ... ბოლო ფაქტი იყო, Мемориал-ის ადგილობრივი წარმომადგენლის იუბ ტიტიევის დაკავება, რომელსაც ლამის მთელი მსოფლიო ავტორიტეტული ორგანიზაციები გამოეხმაურნენ, თუმცა, ამას კადიროვისთვის ხელი სულაც არ შეუშლია. მან ტიტიევს "ნარკომანი", ხოლო მის დაკავებას, სამართალდამცავების ღირსეული საქციელი უწოდა...

ცენტრის ოფისში პოლიციელების შევიდნენ და იქაურობა გაჩხრიკეს. უფრო ადრე, ინგუშეთში, იმავე ორგანიზაციის შენობაში, უცხო პირები შევარდნენ და გადაწვეს... კადიროვმა, ამ ქმედებას ხალხის მხრიდან სამართლიანი გადაწყვეტილება უწოდა. მისივე თქმით, - ე.წ. უფლებადამცველები, ცუდ გავლენას ახდენენ ადგილობრვ მოსახლეობაზე: "ყველამ უნდა იცოდეს, რომ მათი ქმედებები, ჩვენს მოსახლეობას, მენტალობიდან და ტრადიციებიდან გამომდინარე, - აზიანებენ. უფლებადამცველი იქნება ეს თუ მისი მეშვიდე წინაპარი, მათი ადგილი ჩეჩნეთში არ არის. ასეთი ტიპის ორგანიზაციებმა, თუ კი მათ ნამდვილად უნდათ მუშაობა, მხოლოდ სახელისუფლებო სტრუქტურებთან შეთანხმებით უნდა იმუშაონ" - განაცხადა კადიროვმა, რომელმაც თავის გამოსვლაში ასევე აღნიშნა, რომ ასეთი სახის "უფლებადამცველთა ცენტრი" და მათი აქტივისტები, სინამდვილეში, "ხალხის მტრები" და" გამყიდველები" არიან.

"ადამიანი რომელიც ქაღალდით ხელში დადის და რაღაცეებს თავისი ხალხის წინააღმდეგ ინიშნავს, რომ შემდეგ მსოფლიოში გავრცელოს, თავისი ხალხის მტერია. ეს ყველამ უნდა იცოდეს... ისევე, როგორც ის, რომ ასეთი ორგანიზაციები, რესპუბლიკაში ვერ იმუშავებენ... ახლა მთელი მსოფლიო ჩეჩნეთზე ლაპარაკობს, სადაც თურმე უფლებადამცველი დააკავეს, - ამის შესახებ, ინტერნეტით გავიგე, - ვიღაც ნარკომანი, დიდი ოდენობით ნარკოტიკის შენახვა-რეალიზაციისთვის დაუკავებიათ, რაც ჩეჩნეთის რესპუბლიკასა და ზოგადად, რუსეთში კანონის დარღვევაა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი კი, მის გათავისუფლებას ითხოვს" - ამბობს ჩეჩნეთის ლიდერი.

კადიროვის თქმით, საკმარისია მცირედი მიზეზიც კი რომ ჩეჩნეთი ბოროტების ბუდედ წარმოაჩინონ, - 2017 წლის აგვიტოსში, მომღერალი, ზელიმხან ბაკაევი დაიკარგა, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს, მისი გაქრობა მაინც მას ბრალდება. "არადა, ის არც პოლიციას დაუკავებია, არც "შავქურთუკიანებს" აუყვანიათ. სინამდვილეში მას თავისი ახლობლები ვერ გაუფრთხილდნენ" - ამბობს კადიროვი.

ჩრდილოეთ კავკასიაში ცნობილი მომღერლის, ზელიმხან ბაკაევის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება, - ერთ-ერთი ვერსიით, ის სექსუალური ორიენტაციის გამო, ჩეჩნეთის პოლიციის თანამშრომლებმა გაიტაცეს და "გააქრეს."

BBC-ის ინფორმაციით, ბოლო ხანს, რუსეთის ფედერაციაში, ადამიანების "გაქრობის" კუთხით, ჩრდილოეთ კავკასია ლიდერობს. საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-მა თავისი ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს ეხებოდა, ლიდერ სახელმწიფოებს შორის, რუსეთი და ამერიკა არიან. ამ მხრივ, მათ არც ჩინეთი ჩამორჩებათ...

ანგარიშში ასევე წერია, რომ ადამიანის უფლებების დარღვევის მხრივ, რუსეთში არსებული ვითარება, გაცილებით მწვავედ აისახა უფლებადამცველ ორგანიზაციებზე. დარღვევების მხრივ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა, ჩეჩნეთში, - როგორც უფლებადამცველი ორგანიზაციების, ჩვეულებრივი მოქალაქეების, ასევე, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წევრების მიმართ.

Human Rights Watch-ის ანგარიშში, შარშან თებერვალში ჩეჩნეთის გეების მიმართ დაწყებული კამპანიაც მოხვდა. რუსული მედიის თქმით, მაშინ, როდესაც კადიროვი, ვითომ "გენოფონდისა და ჩეჩნეთის ღირსების გადასარჩენად", სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს დაუნდობელ ბრძოლას უცხადებს, ამავდროულად, "ღამის მგლების" ლიდერს, ალექსანდრე ზალდასტანოვს, აჰმად კადიროვის სახელობის უმაღლესი ჯილდო გადასცა.

"ქირურგის" სექსუალური ორიენტაციის შესახებ, საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ მისი "კუმირის" არ იყოს, - ორმაგი სტანდარტები მასაც კარგად გამოსდის და ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, არც ჩეჩნეთის ღირსებას ადგება ჩრდილი..." - წერენ რუსი ბლოგერები.

ლალი პაპასკირი
AMBEBI.GE
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი